ორი გზა კრიზისის შემდგომ

 

 

 

ორი გზა კრიზისი შემდგომ

დაწერილია 2020 წლის 13 აპრილს

გავიხედოთ ჩვენი სახლების ფანჯრებიდან – დავინახავთ, რომ ხალხი არ დადის ქუჩებში, სკოლები, მაღაზიები, რესტორნები დაკეტილია; მედია ყოველდღიურად ისეთ ამბებს გვყვება, რომლებსაც სულ რაღაც ერთი თვის წინ – მარტის დადგომამდე, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ შეიძლება მომხდარიყო. ამ პერიოდში ჩვენი ცხოვრება და ყოფა ისეთი სისწრაფით და ისე რადიკალურად შეიცვალა, რაც ადრე მხოლოდ ფანტასტიკურ პროზაში და ფილმებში თუ თუ წაგვიკითხავს და გვინახავს. ამიტომ, შეუძლებელია არ შეიცვალოს ეკონომიკის წესრიგი და ქცევა. ამას უკვე ვხედავთ, მაგრამ ვერ ვახერხებთ დავეწიოთ ცვლილებათა ასეთ სისწრაფეს, მათ მხოლოდ მიმდინარე გამოწვევებზე პასუხებად აღვიქვამთ (მაგალითად მთავრობის აქამდე წარმოუდგენლად აქტიურ ჩარევა ეკონომიკაში), თანაც ზედაპირულად, რაც ხელს გვიშლის გავიაზროთ ამ ცვლილებებათა სიღრმე და მოქმედების არეალი.

წარმოგიდგენიათ, რომ ორი თვის წინ ვინმეს ეთქვა: ერთ თვეში სკოლები დაიხურება, საჯარო თავყრილობები (და რამდენიმე კაცის ერთად შეკრებაც) აიკრძალება, ადამიანები (მილიონობით) აღარ იმუშავებენ (უფრო სწორად, აეკრძალებათ მუშაობა), მთავრობები ეკონომიკის სტიმულირების მანამდე არნახულ ზომებს მიმართავენ, ბანკები პროცენტებს გადაავადებენ (მასიურად), უსახლკაროებს სახლებში (სასტუმროებში) ჩაასახლებენ, ადამიანებს, რომლებიც არ მუშაობენ, ხელფასებს (ან მის დიდ ნაწილს) გადაუხდიან, დაიწყება უნივერსალური საბაზისო შემოსავლების დანერგვა და ა.შ. – დაიჯერებდით?

(დარტყმა) სიტუაციის ატრიალება, (როგორც კორონას ეპიდემიამ მოიტანა), არის ყოველთვის რადიკალური ცვლილებების დრო (შესაძლებლობა). ზოგიერთებს უკვე მიაჩნიათ, რომ დღევანდელი თაობისთვის პანდემია არის ის ერთადერთი შანსი, რომელმაც უნდა შეცვალოს (გადააკეთოს) და ააშენოს მათი უკეთესი მომავალი, სხვები შიშობენ, რომ მან (პანდემიამ) შესაძლოა დღევანდელი უსმართლობები (უსამართლო წესრიგი) კიდევ უფრო გააუარესოს;

კატასტროფის შედეგად საზოგადოების გაუმჯობესების (პროგრესული ცვლილებების) მაგალითები ისტორიამ იცის: 1918 წლის ეპიდემიამ (ესპანური გრიპი) ხელი შეუწყო ეროვნული ჯანდაცვის სერვისების ჩამოყალიბებას ბევრ ევროპულ ქვეყანაში, ხოლო დიდმა დეპრესიამ და II მსოფლიო ომმა – თანამედროვე კეთილდღეობის სახელმწიფოების ჩამოყალიბებას.

საწინააღმდეგო მაგალითად შეიძლება განვიხილთ 2008 წლის კრიზისის შედეგები: ბანკები და ფინანსური ორგანიზაციები დაუბრუნდნენ პრეკრიზისულ მდგომარეობას დიდი საჯარო ფასის შედეგად (სახელმწიფოების დახმარებით), საჯარო სერვისების დაფინანსება კი ბევრ ქვეყანაში შემცირდა (საბიუჯეტო მომჭირნეობის პოლიტიკა).

დღევანდელი ამოცანა არ უნდა იყოს ეპიდემიის დამარცხება იმისათვის, რომ აღვადგინოთ პრე ეპიდემიური მდგომარეობა (როგორც იყო, business as usual), არამედ, ეპიდემიის დამარცხების შემდეგ, დავამკვიდროთ ახალი (შეცვლილი, ტრანსფორმირებული) ვითარება (ეპიდემიის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკები და პრინციპები დავტოვოთ), უფრო ჰუმანური, უსაფრთხო და პროგრესული – საზოგადოება ყველასთვის და არა ცოტასთვის;

რა თქმა უნდა, კატასტროფები არის ცუდი რამ, მათ მოაქვთ ბევრი ზიანი და მდგომარეობის რადიკალურად გაუარესება, მაგრამ ამ დროს ადამიანები (ან ყველა, ბევრი) არ ხდებიან აუცილებლად მხოლოდ შეშინებულნი, ეჭვიანნი და ეგოცენტრულები (საკუთარ თავზე კონცენტრირებულები). ხშირად ისინი ხდებიან უფრო მობილურები, ორგანიზებულები, შემოქმედებითნი (იმპროვიზატორები), სოლიდარულები და ეძებენ რა გამოსავალს, პოულობენ ხოლმე კიდეც ტკივილისა და ზიანის მიუხედავად (მაგალითად გავიხსენოთ 2015 წლის წყალდიდობა თბილისში – ეს მხოლოდ ქართული ფენომენი არ არის);

თუ კატასტროფის (პანდემიის) დროს ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ წესები ძალიან სწრაფად (კვირებში), რამდენი შეგვიძლია შევცვალოთ უფრო დიდ პერიოდში (თვეებში, წლებში)?!

კატასტროფისდროს ჩვენ ვიწყებთ სამყაროს დანახვას სხვანაირად (ჩვეულისაგან განსხვავებულად). ვხედავთ, რომ პრობლემები საერთოა და არა ინდივიდუალური (გაზიარებული). და საზოგადოებაც არ წარმოგვიდგენია ცალკეული ინდივიდების მასად, სადაც ყველა კონკურენციაშია ერთმანეთთან: დღეს გაბატონებული (ეპიდემიამდე) და განვითარების ერთადერთ გზად აღიარებული სოციალური დარვინიზმი უკან იხევს (თავისუფალი, კონკურენტული ბაზარი აღარ წარმოგვიდგენია ადამიანური ცხოვრების (არსებობის) ყველა სფეროს ერთადერთ (უალტერნატივო – ტეტჩერის There Is No Alternative) და შესაბამისად საუკეთესო წესრიგად;

  • როდესაც ადამიანები გრძნობენ საფრთხეს (საგანგებო ვითარებისას, კატასტროფის დროს) და მათ უნდათ იგი აიცილონ (გადარჩნენ), მათ უნდა გააკეთონ ყველაფერი ამისათვის რაც შეუძლიათ (და ეძებენ და იყენებენ ახალ შესაძლებლობებს);
  • ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვიხარია კატასტროფები, მაგრამ მათზე პასუხები ჩვენ გვაძლევს პრაქტიკულ და ფსიქოლოგიურ შესაძლებლობებს.