სოლიდარობის ღირებულების წინ წამოწევა

Ricardo Levins Morales Art

აუცილებელია, საზოგადოებრივ ცნობიერებაში სოლიდარობის ღირებულების წინ წამოწევა!

აუცილებელია, სოლიდარობის პრიორიტეტიზაცია გაბატონებულ უკიდურეს ინდივიდუალიზმთან მიმართებაში, მაგრამ ამან არ უნდა შეცვალოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა საზოგადოების ღირსეულ და უსაფრთხო ფუნქციონირებაზე. უნდა მოხდეს არაფორმალური სოლიდარობის ფორმალიზება – ამან უნდა შეიძინოს კანონის ძალა.

წინაღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო შემცირდება სახელმწიფოს ლეგიტიმაცია და ნდობა სახელმწიფოსადმი. საზოგადოების და ხალხის ბედზე ზრუნვა სახელმწიფოდან გადავა ცალკეული ადამიანების კეთილ ნებაზე, რაც საზოგადოების ცნობიერებაში „მოქალაქეთა სახელმწიფოს იდეას“ ჩაანაცვლებს ქვეშევრდომული პატერნალიზმის იდეით: არსებული ოლიგარქიული წესრიგი კიდევ უფრო განმტკიცდება და უფრო ლეგიტიმური გახდება.