გადანაწილება ან ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ

 

დაწერის თარიღი : 05.04.2020

სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსებით მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მოვალეობაა. ჩვენ საზოგადეობაში სადაც ძალიან ცოტას აქვს ძალიან ბევრი, ხოლო ძალიან ბევრს ძალაინ ცოტა, უკვე დიდი სოციალური უსამართლობა მეფობს. ესეთი მდგომარეობა, არსებულ სტაგნაციაში უფრო გამწვავდება სახელმწიფოს მიერ რესურსების მნიშნველოვანი გადანაწილების და აქტიური ინდუსტრიული პოლიტიკის გარეშე, სახელმწიფოს სრულ დელეგიტიმაციამდე და უზარამაზარ საზოგადეობრივ არეულობამდე მიგვიყვანს.
ჯანმრთელი მოსახლეობის გარეშე ვერ იარსებებს (შეუძლებელია არსებობდეს) ჯანმრთელი ეკონომიკა. ჩვეულებრივი რეცესიის დროს ჩვენ გვინდა გამოვაცოცხლოთ ეკონომიკა. მაგრამ დღეს ჩვენ არ გვინდა ვიმგზავროთ გადავსებული თვითმფრინავებითა და ავტობუსებით, ვიაროთ რესტორნებში და ა.შ. ჩვენ გვინდა დავრჩეთ სახლში.
– ჩვენ (სახელმწიფო, მთავრობა) მოვუწოდებთ მოქალაქეებს არ წავიდნენ სამუშაოდ (დარჩნენ სახლში), მეტიც ვუბრძანებთ: ვკეტავთ სამუშაოს (ქარხნებს, საწარმოებს, ტრანსპორტს…). ამიტომ, იქმნება უპრეცედენტო უმუშევრობა — არა მხოლოდ ყველაზე დიდი უმუშევრობა ისტორიულად, არამედ რამდენჯერმე უფრო დიდი, ვიდრე ყველა დროის რეკორდი.
– ამ ადამიანთა გადასარჩენად სახელმწიფომ უნდა განახორციელოს კომპენსაცია (ან უმუშევრობის, ან უნივერსალური საბაზისო შემოსავლის, ან ხელფასის ნაწილობრივი ანაზღაურების, ან რაიმე სხვა ფორმით…). ეს უნდა მოხდეს სახელმწიფო ხალის და საგადასახადო შემოსალვების კომბინირებით. საგადასახადო შემოსავლების სისტემაში უნდა გაძლიერდეს რესურსები ზემოდან ქვეყმოთ გადანაწილების მექანიზმები. კრიზისის პერიოდში უნდა დაწესდეს სოლიდარობის სავალდებულო შენატანები, სადაც შედარებით მაღალ შემოსავლიანები და ყველაზე მდიდრები შეიტანენ სავალდებულო შენატანებს, (სხვადასხვა მოცულობის თანხას) რაც პირდაპირ გადანაწილდება იმათზე ვინც სამსახური დაკარგა და ყველაზე მეტად ესაჭიროება დახმარება. ნორმალურ პერიოდში, კრიზისის შემდეგ უნდა დაინერგოს პროგრესიული საშემოსავლო განაკვეთები, სადაც დაბალ შემოსავლიანებს შეუმცირდებათ და მაღალ შემოსავლიანებ საფეხურეობრივად გაეზრდებათ გადასახადი. ეს იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ამოგვეწურება ვალები და სახელმწიფოს ხაჯრვის ზრდის აუცილებლობა დაგვიდგება.
– ამ პასუხისმგებლობაზე (ადამიანის გადარჩენაზე) უარის თქმა და ამის ქველმოქმედებაზე მინდობა თანდათან გამოიწვევს:
ა) მთავრობის დელეგიტიმაციას, თუ მასიურად ეს ვერ მოხერხდა. მთავრობა ამბობს, რომ მას ეს არ შეუძლია, რადგან შეუძლებელია. აღარ აქვთ რა მთავრობის იმედი, ადამიანები არ შეურიგდებიან დაღუპვის გარდაუვალობას, და თავად, მთავრობისგან დამოუკიდებლად და დადგენილი წესების, კანონების იგნორირებით (რადგან ეს წესები ვერ უზრუნველყოფს მათ გადარჩენას დაღუპვისაგან) დარღვევით, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით იწყებენ ქცევას — მიზანი არის დაღუპვისგან გადარჩენა, მიზნის მიღწევის საშუალება — ნებისმიერი.
ბ) უკიდურეს დაპირისპირებას ადამიანთა უდიდესი უმრავლესობისა (ვინც ცდილობს გადარჩეს დაღუპვას) იმათ მიმართ, ვისაც აქვს გადარჩენს რესურსი — უბრალოდ დაიწყება მცდელობა და მოქმედება ამ რესურსების მოსაპოვებლად — წასართმევად. ვითარებაში, როდესაც ძალიან ბევრს (უდიდეს უმრავლესობას) აქვს ძალიან ცოტა (ან არაფერი) გადასარჩენი რესურსებისა, ხოლო ძალიან ცოტას ძალიან ბევრი (ან საკმარისზე მეტი) გადასარჩენი რესურსებისა — დაიწყება ბრძოლა ამ რესურსებისთვის — ბრძოლა წესების გარეშე — და არა მხოლოდ ბევრის ბრძოლა ცოტას წინააღმდეგ, არამედ თანდათან ეს გადაიქცევა ყველას ბრძოლად ყველას წინააღმდეგ (ფიზიკურ ბრძოლად). ეს არ იქნება ბრძოლა სამართლიანობისთვის, თუმცა კი დაიწყება უსამართლობის წინააღმდეგ.
სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსებით მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მოვალეობაა.
– თუ გვინდა ავიცილოთ ეს „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“ უნდა მოვძებნოთ გზები, რომლებიც შესაძლებელს გახდის რესურსების (გადარჩენისთვის აუცილებელი, მინიმალური) ხელმისაწვდომობას უდიდესი უმრავლესობისთვის.
– სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსების წარმოების შეუძლებლობის (ან უკიდურესი შეზღუდული შესაძლებლობის) პირობებში გადარჩენის გზა (თითქმის ერთადერთი ან ერთ-ერთი აუცილებელი) არის მხოლოდ არსებული რესურსების (სასიცოცხლოდ აუცილებელი) იმგვარი გადანაწილება, რომ უდიდესი უმრავლესობისთვის მოხდეს სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსების ხელმისაწვდომობა. ადამიანებმა უნდა მოახერხონ გადარჩენა ისე, რომ არ ჩაებან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში გადასარჩენად აუცილებელი რესურსებისთვის: აღარ უნდა იყოს რაციონალური და აუცილებელი უკიდურესი რისკი.
– არსებული რესურსების გონივრული, მეტ-ნაკლებად სამართლიანი და მაქსიმალურად ოპტიმალური გადანაწილება შეუძლია მხოლოდ სახელმწიფოს. მხოლოდ მას შეუძლია დაადგინოს წესები (კანონები), მიიღოს და განახორციელოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. გონივრული და ეფექტური მოქმედებების პირობებში ამ მიმართულებით (არსებული რესურსების გადანაწილება ყველას უზრუნველყოფისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მინიმუმით), უდიდესი უმრავლესობა აღიარებს დადგენილ წესებს და სახელმწიფოს როლს და ფუნქციას ამ წესრიგის დაცვისა და განხორციელების საქმეში.
ლეგიტიმური სახელმწიფო — ეს არის გონიერი, ეფექტური და სამართლიანი სახელმწიფო!
პ.ს.
რესურსების გადანაწილების მექანიზმები დღესაც მოქმედებს: გადანაწილება ხდება პროპორციული (20% -იანი გადასახადი ყველასთვის) გადასახადის პირობებშიც, რადგან მაღალ შემოსავლიანი უფრო მეტ თანხას იხდის. ამ პრინციპს ეჭქვეშ არავინ აყენებს: საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ ეს აუცილებელია სტაბილური სოციალური სიტუაციისთვის, საზოგადეობის და სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იმის მიუხედავად, რომ ზოგი მეტს ვიხდით ზოგი ნაკლებს, ჯარი ყველას გვიცავს, პოლიცია ყველას იცავს, სასკოლო განათლება ყველას მიეწოდება და ა.შ.
იგივე პრინციპი ეხება სახელმწიფო ვალსაც (ბიუჯეტის ვალს) ამ ფულს ყველა (მეტ ნაკლებად) ერთნაირად ვიღებთ (ყველასთვის ერთნაირად იხარჯება), მაგრამ ზოგი მეტს ვიხდით ზოგი ნაკლებს (გადასახადით გადახდილი თანხის გათვალისწინებით).
ჩვენი წინადადებით იცვლება არა პრინციპი — გადანაწილება, არმედ გადანაწილების წილები.
ჩვენი აზრით ეს აქამდეც შესაცვლელი, იყო თუმცა დღეს ყველასთვის ნათელია, რომ ამის გარეშე ვერ გადავრჩებით!